ესპანეთი, რეალი, ბარსელონა, კარიმ ბენზემა
Aa
Aa

დადუმებული კამპ ნოუ - რეალმა ბარსელონა 4:0 დაამარცხა

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალურ განმეორებით დაპირისპირებაში „რეალი“ „ბარსელონას“ ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. მადრიდულმა კლუბმა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, კატალონიური გრანდი 4-ბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

გულშემატკივრებმა ბრწყინვალე დაპირისპირება იხილეს. პირველი ტაიმი საოცრად დაძაბული გამოდგა და ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძელთა გუნდი ფლობდა. „რეალი“ კი კონტრ-შეტევებზე თამაშობდა. რიგ ეპიზოდებში „სამეფო კლუბი“ ტიბო კურტუამ იხსნა.

ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, „ბლანკოსი“ მორიგ კონტრ-შეტევაზე გადავიდა, რასაც ვინისიუს ჯუნიორის გოლი მოყვა. პირველი ნახევარი ანჩელოტის შეგირდების სასარგებლოდ 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში, ჩავის გუნდი ბევრს ცდილობდა და ერთ-ერთ ეპიზოდში ტიბო კურტუამ „რეალი“ აშკარა გოლს გადაარჩინა. ამის შემდეგ, მადრიდელთა ჯერი დადგა და კარიმ ბენზემამ მიყოლებით 3 გოლი გაიტანა. ფრანგმა თავდამსხმელმა თავი 50-ე, 58-ე და მე-80 წუთებზე გამოიჩინა. ამის შემდეგ, ბარსა გაჩერდა და ყველაფერი დასრულდა. მადრიდის „რეალი“ კოპა დელ რეის ფინალშია, სადაც „ოსასუნას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩეფერინი: სანამ ეს სიგიჟე გაგრძელდება, რუსები ევროტურნირებს მიღმა დარჩებიან
ჩეფერინი: სანამ ეს სიგიჟე გაგრძელდება, რუსები ევროტურნირებს მიღმა დარჩებიან