ქომაგებმა კლაასენს თავი გაუტეხეს - ფეიენოორდი აიაქსი შეწყდა
ნიდერლანდების თასის ნახევარფინალში დიდი დერბი მიმდინარეობდა - „ფეიენოორდი“ „აიაქსის“ წინააღმდეგ. მატჩის 62-ე წუთზე შეხვედრა შეწყდა, რადგან როცა ანგარიში 1:2 იყო, ქომაგებმა ტრიბუნებიდან სტუმართა ნახევარმცველს დევი კლაასენს თავში საგანი გაარტყეს.
The Ajax vs. Feyenoord match has been stopped after Davy Klaassen was hit by an object thrown from the stands. pic.twitter.com/nCneCLJyQF
— ESPN FC (@ESPNFC) April 5, 2023
კლაასენს სისხლი წამოუვიდა, მოედანზე და ტრიბუნებზე ვითარება დაიძაბა. ქომაგებმა სტადიონს ლამის ცეცხლი წაუკიდეს. დიდი კვამლის გამო შეხვედრა შეწყდა.
???????????? The Feyenoord-Ajax game was temporarily suspended due to smoke! pic.twitter.com/aATtjEniMD
— EuroFoot (@eurofootcom) April 5, 2023
მატჩში ანგარიში მე-14 წუთზე ტადიჩმა გახსნა. სანტიაგო ხიმენესმა ტაიმის მიწურულს გაათანაბრა. 51-ე წუთზე კი კლაასენმა თავისიანები ისევ წინ გაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ ფინალში გასული პსვ ეინდჰოვენს დაუპირისპირდება.