მესი ალ-ჰილალის 400-მილიონიან შეთავაზებაზე უარს ამბობს
Aa
Aa

მესი ალ-ჰილალის 400-მილიონიან შეთავაზებაზე უარს ამბობს

ლეო მესი კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელებაზე უარს აცხადებს.

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ „ალ-ჰილალმა“ მესის წელიწადში 400 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც რონალდუს ანაზღაურებაზე ორჯერ მეტია.

დღეს ცნობილი ხდება, რომ არგენტინელმა შეთავაზებაზე უარი თქვა, TyC Sports-ის ცნობით, მესის კარიერის გაგრძელება ევროპაში სურს და 1-2 წელი „ბებერი კონტინენტის“ დატოვებას არ აპირებს.

როგორც ცნობილია, პსჟ სახელფასო ბიუჯეტის შემცირებას და ფეარ პლეის წესების დაცვას აპირებს, რაც პირველ რიგში ფეხბურთელთა ხელფასების დაკლებას გულისხმობს. პარიზელებმა მესის შემცირებული ხელფასი შესთავაზა, რაზეც არგენტინელი პასუხსაც არ სცემს. 2 თვეზე მეტია ლეოს წინადადება გაგზავნილი აქვს, თუმცა ის მხოლოდ „ბარსელონას“ ზარს ელოდება.

შეგახსენებთ, რომ მესის ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ივნისში ეწურება. ამის შემდეგ, ლეო თავისუფალი აგენტი გახდება. „ბარსელონას“ მისთვის 1+1 სისტემით ხელშეკრულების შეთავაზებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
COPE: „მამარდაშვილის აგენტები ჩელსის წარმომადგენლებს შეხვდნენ“
COPE: „მამარდაშვილის აგენტები ჩელსის წარმომადგენლებს შეხვდნენ“