ფაბრიციო რომანო: “მამარდაშვილის ბრძოლაში ლესტერი დაწინაურდა“
მთელი დღის განმავლობაში გიორგი მამარდაშვილის მომავალი კლუბის საკითხი საკმაოდ აქტუალურია. ქართველ მეკარეს პრემიერ ლიგურ გუნდებს უკავშირებენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
რომანოს თქმით, გიორგი მამარდაშვილის გადაბირებით ბევრი გუნდი ინტერესდება, თუმცა ტრანსფერისთვის ბრძოლაში „ლესტერ სიტი“ დაწინაურდა.“
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველის გადაბირებით ლონდონის „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“ ინტერესდებიან. ასევე, გიორგის შეძენა მადრიდის „ატლეტიკოსაც“ სურს. „როხიბლანკოში“ მას იან ობლაკის მემკვიდრედ მოიაზრებენ.