დე ლაურენტისი: “ფული არ მაინტერესებს, ნაპოლი 2.5 მილიარდად არ გავყიდე“
გუშინ, აურელიო დე ლაურენტისი ჟურნალისტებმა გააღიზიანეს. „ნაპოლის“ პრეზიდენტის გაღიზიანება ხვიჩა კვარაცხელიაზე დასმულმა კითხვებმა გამოიწვიეს. აურელიოს ფულზე საუბარიც აღიზიანებს და ეს მან ჯანლუკა დი მარციოსთან საუბრისას დააფიქსირა.
რა თქვა დე ლაურენტისმა?
„გასულ წელს, კონკრეტულმა კომპანიამ „ნაპოლის“ გაყიდვა შემომთავაზა და ამაში 2.5 მილიარდ ევროს მთავაზობდნენ. დავფიქრდი მჭირდებოდა, თუ არა ეს ფული. მე ნეაპოლელი ვარ და აქაური კლუბი მაქვს. რატომ უნდა გამეყიდა? ინგლისის პრემიერ ლიგაში გუნდი არ მჭირდება. ეს გუნდი ერთი დიდი ოჯახია. არ არსებოს მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გავყიდო „ნაპოლი“.
შეგახსენებთ, რომ დე ლაურენტისის სწორი პოლიტიკის შედეგად „პარტენოპეი“ მიმდინარე სეზონში სერია ა-ს მოგების მთავარი კანდიდატია.
28 ტურის შემდეგ, სპალეტის გუნდს 71 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ „ლაციოს“ 16 ქულით უსწრებს.
ასევე, „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც კიდევ ერთ იტალიურ გუნდს „მილანს“ დაუპირისპირდება, რომელთანაც სერია ა-ს უკანასკნელ ტურში, საკუთარ კედლებში 0:4 წააგო.