ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
ლეგენდარული ქართველი კომენტატორი, ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ახლობლები ადასტურებენ.
ჯამლეტ ხუხაშვილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.
კრისტალსპორტის რედაქცია დიდ მწუხარებას გამოთქვამს ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო და ოჯახს თანადგომას უცხადებს.