გოგა ბითაძე, დარიუს გარლანდი, დონოვან მიტჩელი, ფრანც ვაგნერი, პაოლო ბანკერო, მარკელ ფულტცი, უენდელ კარტერ ჯუნიორი, კარის ლევერტი
Aa
Aa

გოგას კარგი მატჩი ჰქონდა | ლამაზი მომენტი და ბლოკი ჯარეტ ალენის წინააღმდეგ

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქის“ 2-მატჩიანი წაუგებელი სერია „კლივლენდ კავალიერსთან“ შეწყდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი „კავსს“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა და დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა გადამწყვეტ მომენტში „კლივლენდი“ უკეთესი იყო და 117:113 იმარჯვა.

გოგამ პარკეტზე 16 წუთი და 9 წამი გაატარა და გამორჩეული მატჩი ჰქონდა. ბითაძემ აქტივში 10 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 5 ბურთი ჩააგდო, 5 მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა და მე-10 ქულა ბრწყინვალე ცრუმოძრაობის შემდეგ აიღო. ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ გოგამ ჯარეტ ალენს არ ჩაატენინა და დანქის მცდელობა დაუბლოკა.

„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო მარკელ ფულტცი იყო, რომელმაც 23 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. პაოლო ბანკერომ 20 ქულა, 10 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა. ვენდელ კარტერ ჯუნიორს 17 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა, ფრანც ვაგნერი კი 17 ქულასა და 6 მოხსნას დასჯერდა. „კლივლენდს“ დონოვან მიტჩელმა ულიდერა, რომელმაც 43 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა. კარის ლევერტს 19 ქულა ჰქონდა, დარიუს გარლანდს - 16.

„ორლანდოს“ 34 მოგება და 45 წაგება აქვს და პლეი ინის ტურნირის მიღმა დარჩა. ბითაძის „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს, ისევ „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება დაკარგონ ტიტული“ - მსოფლიოს ჩემპიონი ნაპოლიზე
„ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება დაკარგონ ტიტული“ - მსოფლიოს ჩემპიონი ნაპოლიზე