ლიონელ მესი, პარი სენ ჟერმენი, ალ ჰილალი
Aa
Aa

ალ ჰილალის ოფიციალური შეთავაზება მესის - წელიწადში 400 მილიონი

დღეს ცნობილი გახდა, რომ ლიონელ მესი „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და მიმდინარე წლის 30 ივნისის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება.

არგენტინელი სუპერვარსკვლავის უკან დაბრუნებით „ბარსელონა“ ინტერესდება. ამის პარალელურად კი ფაბრიციო რომანომ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.

რომანოს თქმით, „ალ ჰილალმა“ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონს ოფიციალურად მიმართა და ზღაპრული წინადადება შესთავაზა. არაბული კლუბი მესის წლიურ ანაზღაურებას 400 მილიონ ევროს ჰპირდება.

ფაბრიციო იმასაც წერს, რომ ლიონელის პრიორიტეტი ევროპაში დარჩენაა. ამ მომენტისთვის, „ბარსელონა“ FFP-ს წინადადების გაგზავნას და მოლაპარაკებების გახსნას ელოდება. ასევე, ლეოსთვის „პარი სენ ჟერმენის“ შეთავაზება მიუღებელია, რადგან მას სპორტული გარანტიები სჭირდება, რომელსაც ფრანგული გრანდი ვერ აძლევს.

შეგახსენებთ, რომ მესი პსჟ-ს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა.  2021 წლიდან დღემდე, 7 ოქროს ბურთის მფლობელმა პარიზული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 67-ჯერ მოირგო, 29 გოლი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sky Sports: “მესი პსჟ-ს ზაფხულში აუცილებლად დატოვებს“
Sky Sports: “მესი პსჟ-ს ზაფხულში აუცილებლად დატოვებს“