ფიორენტინა, კრემონეზე, დავიდე ბალარდინი, დავიდე ბალარდინი
Aa
Aa

ბალარდინი: „ფიორესთან იგივეს ველოდები, რაც ნაპოლისთან და რომასთან ვნახეთ“

იტალიის თასის ნახევარფინალში „კრემონეზეს“ მეტოქე „ფიორენტინაა“. პირველი მატჩის წინ კრემონული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა დავიდე ბალარდინიმ პრესკონფერენცია გამართა.

„იტალიის თასი კარგი დემონსტრირებაა, „ნაპოლი“ და „რომა“ გამოვთიშეთ. „ფიორენტინასთან“ მატჩში იგივეს ველი, ველოდები იმის დამტკიცებას, რაც გასულ მატჩებში ვნახეთ. ეს იყო კარგი თამაშის, ძლიერი პიროვნული თვისებებისა და დიდი სურვილის გამოვლენა, რომ მეტოქისთვის პრობლემები შეგვექმნა. „ფიორენტინას“ პატივს ვცემ, მაგრამ დაინტერესებულნი ვართ, რომ მაქსიმალურად სწორად გავაკეთოთ ყველაფერი და ის შეცდომები არ დავუშვათ, რაც სერია ა-ში „ფიორენტინასთან“ მატჩში დავუშვით“.

სერია ა-ს გასულ ტურში ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ სასტარტოში დაბრუნდა, „ატალანტასთან“ 67-ე წუთზე შეცვალეს, კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დიდია იმის შანსი, რომ „ფიორენტინასთან“ სასტარტოში ვიხილოთ.

„კრემონეზე“ - „ფიორენტინა“ 5 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა 27 აპრილს გაიმართება.

შეგახსენებთ, იტალიის თასიდან „კრემონეზემ“ „ნაპოლი“ და „რომა“ გამოთიშა, თუმცა აღნიშნულ შეხვედრებში ლუკა ლოჩოშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
17 წლის ქართველი შვეიცარიაში - საბა ვაშაყმაძის წარმატებული სინჯები
17 წლის ქართველი შვეიცარიაში - საბა ვაშაყმაძის წარმატებული სინჯები