ალექსანდრე ფეიქრიშვილი, თორნიკე გულიაშვილი, თბილისის დინამოს აკადემია
Aa
Aa

გულიაშვილისა და ფეიქრიშვილის გოლები - დინამომ მონცა დაამარცხა

ვიტალი დარასელიას საერთაშორისო ტურნირის A ჯგუფის პირველ ტურში თბილისის „დინამოს“ აკადემიამ იტალიური „მონცა“ 2:0 დაამარცხა. ანგარიში პირველ ტაიმში თორნიკე გულიაშვილმა გახსნა. მეორე ტაიმის დამატებულ წუთზე ალექსანდრე ფეიქრიშვილმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

თბილისის „დინამოს“ აკადემია შემდეგ მატჩს „ყარაბაღთან“ 5 აპრილს გამართავს, შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება. 

B ჯგუფში „ბაშაქშეჰირი“, „სევილია“ და „ჯენოა“ ასპარეზობენ. პირველ ტურში „სევილიასა“ და „ჯენოას“ შეხვედრა 1:1 დასრულდა. ესპანური კლუბის მხრიდან პერეს მონრეალმა გაიტანა, „ჯენოას“ რიგებში თავი ალესანდრო პალიარიმ გამოიჩინა.

შეგახსენებთ, ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის 2022 წლის გათამაშებაში 6 გუნდი მონაწილეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება დაკარგონ ტიტული“ - მსოფლიოს ჩემპიონი ნაპოლიზე
„ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება დაკარგონ ტიტული“ - მსოფლიოს ჩემპიონი ნაპოლიზე