კვარაცხელია, თუ ოსიმენი? - როგორია მასიმო მორატის პასუხი
„ინტერის“ ყოფილმა პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუს დროს „ნაპოლისა“ და კვარა-ოსიმენის დუეტზე ისაუბრა.
77 წლის ბიზნესმენმა ლუჩანო სპალეტის გუნდი მიმდინარე სეზონში კარგად გამოსვლის გამო შეაქო.
რა თქვა მორატიმ:
„ნაპოლი“ არის გუნდი, რომელსაც შეუძლია სერია A-ს, ისე ჩემპიონთა ლიგის მოგებაც. ზოგადად, ძალიან კარგია, რომ 1/4 ფინალში 3 იტალიური გუნდი გვყავს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ იტალიური ფეხბურთი არც თუ ისე ცუდ მდგომარეობაშია.
ძალიან მომწონს კიმი. ის შესანიშნავი მცველია, რომელიც ვალტერ სამუელს მაგონებს, ძალიან მტკიცე ხასიათი მაქვს. რაც შეეხება კვარაცხელიას და ოსიმენს, მათ შორის არჩევანის გაკეთება რომ მომიწიოს, ნიგერიელ ფორვარდს ავიყვანდი.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ და „მილანი“ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა 12 აპრილს, „სან სიროზე“ ჩატარდება, საპასუხო მატჩი კი 18 აპრილს, დიეგო მარადონას სტადიონზე გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული, ნახევარფინალში „ინტერსა“ და „ბენფიკას“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.