კანავარო ნაპოლი-მილანზე: „4:0 გუნდებს შორის სხვაობას არ ქმნის“
იტალიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ფაბიო კანავარომ DAZN-ის ეთერში, Supertele-ს გადაცემაში სტუმრობისას „ნაპოლისა“ და „მილანის“ ბოლო დაპირისპირებაზე ისაუბრა.
რა თქვა კანავარომ:
თამაშს სტადიონიდან ვუყურე და შემიძლია ვთქვა, რომ ტრიბუნებზე არსებულმა ატმოსფერომ გუნდს მაინც ვერ უშველა. არ მგონია, რომ 4:0 „ნაპოლის“ ნაკლოვანების, ან „მილანის“ სიძლიერის დამსახურება იყოს. ფაქტია, რომ ამ ორ გუნდს შორის, ოთხბურთიანი სხვაობა ძალებში დიდ განსხვავებას არ ქმნის. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე სპალეტის გუნდს განსხვავებული სტიმული ექნება.
ლეგენდარულმა მცველმა და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი „ნაპოლიში“ გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზე ვეღარ შედგა.
„რამდენიმე წლის წინ, იბრამ და დე ლაურენტისმა სიტყვიერ შეთახმებას მიაღწიეს, მაგრამ საბოლოოდ, მოლაპარაკებები გატუზომ შეწყვიტა. ვიცი, რომ იბრა ცოტათი ნანობს კიდეც, რომ ნეაპოლში სათამაშოდ ვერ ჩავიდა, ქალაქი ძალიან უყვარს და თავის მხრივ, ნეაპოლიც მას დიდ პატივს სცემს“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ და „მილანი“ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი 12 აპრილს, სან სიროზე შედგება, საპასუხო შეხვედრა კი 18 აპრილს, ნეაპოლში, დიეგო მარადონას სტადიონზე გაიმართება.