ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

დე ლაურენტისი: „კვარას კონტრაქტი? ამ თემით თავი ნუ მომაბეზრეთ“

რამდენიმე წუთის წინ, იტალიურ პრესაში „ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის ინტერვიუ გავრცელდა. „პარტენოპეის“ პირველმა პირმა ბევრ თემაზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით, პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

მილანთან წაგებულ თამაშზე ნერვიულობს?

„საერთოდ არა. ცხოვრებაში, ისე როგორც ფეხბურთში, ზოგჯერ იგებ, ზოგჯერ აგებ, ზოგჯერ კი ფრეს თამაშობ. იმ შედეგს უნდა დაველოდოთ, რომელიც სეზონის ბოლოს გვექნება“.

კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე

„რა ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე და ცვლილებებზე საუბრობთ... ამ საკითხით თავი ნუ მომაბეზრეთ. კონტრაქტს ორი მხარე დებს. როცა ორივე მხარე ადგილზეა, ერთი დგება და მოლაპარაკებებს იწყებს. და საერთოდ, 5-წლიანი ხელშეკრულება აქვს...“

წარმატებული სეზონის განმაპირობებელ ფაქტორებზე

„სატრანსფერო ბაზრის ცოდნა და გუნდისთვის არასაჭირო ფეხბურთელების ჩანაცვლება. განახლებული გუნდი გვყავს და ახალგაზრდებმა გაანალიზეს, რომ ერთი ორგანიზმის ნაწილს წარმოადგენენ. როგორც იქნა, ნაპოლი არა 3, 4, 5 ან ერთი ფეხბურთელის, არამედ 11 ან 22 ფეხბურთელის გუნდია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ერთმანეთისთვის ვთამაშობთ“.

სკუდეტოს აღნიშვნის ცერემონიისას შესაძლო არეულობებზე

„იმედი მაქვს, მსგავსი არაფერი მოხდება. სკუდეტოს აღნიშვნის ცერემონია სტადიონზე გაიმართება და იქ მასობრივი არეულობები დაუშვებელია. სკუდეტოს აღნიშვნაზე საერთოდ რატომ ვსაუბრობთ? ამან შეიძლება, ცუდი იღბალი მოგვიტანოს და ტიტული ხელიდან გავუშვათ. თუ ჩემპიონობა ნაადრევად გავიფორმეთ, მთელი ქალაქის ტერიტორიაზე საზეიმო ცერემონია იქნება, თუმცა არ მინდა, წინასწარ რამე ვთქვა, რადგან ცრურწმენების მჯერა”.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს გამართავს და სტუმრად „ლეჩეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალის სკაუტი ნაპოლის მატჩს დაესწრო | ხვიჩას აკვირდებოდა და სხვამ გააოცა
რეალის სკაუტი ნაპოლის მატჩს დაესწრო | ხვიჩას აკვირდებოდა და სხვამ გააოცა