სერ ალექს ფერგიუსონი
Aa
Aa

1983 წელს არ მიუღია | სერ ალექს ფერგიუსონის მედლების კოლექცია იზრდება

ლეგენდარული მთავარი მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის მდიდარ კოლექციას კიდევ ერთი მედალი შეემატება. 1983 წელს, „ფერგიმ“ „აბერდინთან“ ერთად, ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო და ფინალური შეხვედრის შემდეგ, მედლები მხოლოდ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებსა და სათადარიგოთა სკამის 5 მოთამაშეს გადასცეს.

„ფერგის“ გარდა, ოქროს მედლის გარეშე მისი ასისტენტი, არჩი ნოქსი და ნახევარმცველი, დაგი ბელი დარჩნენ, რომელმაც გადამწყვეტი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. „აბერდინის“ ტრიუმფიდან 40 წელია გასული და ფერგიუსონს მედალს 11 მაისს გადასცემენ (ფინალური მატჩის 40 წლის იუბილეზე), რაც კრის გავინის დამსახურებაა. ამ უკანასკნელმა კამპანია წამოიწყო და უეფა დამატებითი მედლების დამზადებაზე დაიყოლია.

„ამ მედლის მიღება ჩემთვის უდიდესი პატივია და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც იმუშავა, რათა ეს მომხდარიყო. მათ მიერ გაწეული სამუშაო და უეფას მხრიდან თანამშრომლობა დასაფასებელი ჟესტია და ფანტასტიკურია იმის ნახვა, რომ ჯილდოს მიიღებენ ის ადამიანებიც, რომლებიც ჩვენს კლუბში სცენის მიღმა მუშაობდნენ“, - განაცხადა ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულ სპეციალისტს კარიერაში 49 ტიტული აქვს მოგებული. 1983 წელს, მისმა „აბერდინმა“ „რეალი“ დაამარცხა და „სამეფო კლუბს“ დამატებით დროში მოუგო - 2:1.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის წყალობით - ვალენსიამ რაიო ვალეკანოსთან 1 ქულა აიღო
მამარდაშვილის წყალობით - ვალენსიამ რაიო ვალეკანოსთან 1 ქულა აიღო