კილიან მბაპე
Aa
Aa

„აიძულებს, რომ გუნდიდან წავიდეს“ - კადრები პსჟ-ის ვარჯიშიდან

საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურში, „ლიონთან“ მარცხის შემდეგ, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა პსჟ-ს ბოლო ვარჯიშზე, კილიან მბაპეს მოქმედებაა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვარჯიშის ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ აგდებს ლეო მესისკენ მიმავალ ბურთს სხვა მიმართულებით. ვიდეოში ფრანგი ფეხბურთელი გაბრაზებული და უკმაყოფილო ჩანს, ფრანგული მედიის მტკიცებით კი ეს კადრები სულ სხვა ხასიათს იძენს.

აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით, ფრანგი გულშემატკივრების აზრი ორად იყოფა.

რას წერენ სოციალურ ქსელში:

მბაპე ცდილობს მესის უთხრას, რომ თუ თამაში არ სურს, მაშინ გუნდი უნდა დატოვოს.

მბაპემ მეტი თავმდაბლობა უნდა გამოიჩინოს და პატივისცემა ისწავლოს. მესი საუკეთესო ფეხბურთელია.

მესიმ თასები მსაჯების დახმარებითა და ფიფას სპონსორობით მოიგო. მბაპემ 5 წელში იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე ლეომ კორუფციის გარეშე.

მბაპეს მოტყუება არ შეიძლება. მან იცის, რომ მესი ფიფას გარეშე არაფერია.

ის რონალდუსთან ერთად უფრო ბედნიერი იქნებოდა.

როდესაც ასეთ პოსტებს ხედავ, იფიქრებ, რომ მბაპე მესიზე უკეთ თამაშობს. მაგრამ ეს ასე არ არის.

შეგახსენებთ, რომ ლეო მესი პსჟ-ს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 67 მატჩში 29 გოლი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში 35 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 33 მატჩში 18 გოლი და 17 ასისტია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სირცხვილია“ - რეალმა მსაჯების შეცდომების ამსახველი ვიდეო გაავრცელა
„სირცხვილია“ - რეალმა მსაჯების შეცდომების ამსახველი ვიდეო გაავრცელა