ხვიჩა კვარაცხელია, ბრაიმ დიასი
Aa
Aa

რეალის სკაუტი ნაპოლის მატჩს დაესწრო | ხვიჩას აკვირდებოდა და სხვამ გააოცა

ესპანური გამოცემის, Defensacentral-ის ინფორმაციით, „რეალის“ სკაუტი „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩს დაესწრო, რომელიც კვირას გაიმართა. „ბლანკოსი“ სერია A-ს გამორჩეულ მოთამაშეებს აქტიურად აკვირდება და კლუბის წარმომადგენლის დავალება ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის შეფასება გახლდათ.

Defensacentral-ის მიხედვით, სკაუტი „კვარამ“ კი არა, „მილანის“ რიგებში მოასპარეზე ბრაჰიმ დიასმა გააოცა. ეს უკანასკნელი „რეალის“ საკუთრებაა, „როსონერიში“ იჯარის წესით იმყოფება და მადრიდელები აპირებენ, მომდევნო სეზონში დაიბრუნონ.

„მიუხედავად იმისა, რომ რეალის სკაუტის მიზანი კვარაცხელიას თამაშის დაკვირვება იყო, მისი ყურადღება ბრაჰიმმა მიიქცია და მან ქართველ გარემარბს სცენა წაართვა“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, იმავე Defensacentral-მა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და გვაუწყა, რომ ხვიჩა „ნაპოლისთან“ ხელშეკრულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განაახლებს თუ „რეალისთვის“ კარი ყოველთვის ღია იქნება. იტალიური გამოცემების ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ „ნაპოლისა" და „კვარას" შორის ახალი კონტრაქტი გაფორმდება და ეს ივნისში მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის წყალობით - ვალენსიამ რაიო ვალეკანოსთან 1 ქულა აიღო
მამარდაშვილის წყალობით - ვალენსიამ რაიო ვალეკანოსთან 1 ქულა აიღო