რუბენ ბარახა
Aa
Aa

„სხვა დროს ასეთ თამაშს წავაგებდით“ - ბარახა მატჩის შემდეგ

ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 0:1 დათმეს, მეორე ნახევარში კი წონასწორობის აღდგენა მოახერხეს და მოსაგებადაც გაიწიეს, თუმცა გოლის გატანა ვეღარ შეძლეს. შეხვედრის მიწურულს რეალური მომენტი „რაიო ვალეკანოსაც“ ჰქონდა, თუმცა გიორგი მამარდაშვილმა სანჩესის დარტყმა ეფექტურად მოიგერია და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ განვლილი მატჩი შეაფასა და თავისი ფეხბურთელები განსაკუთრებული მონდომებისთვის შეაქო.

რა თქვა ბარახამ:

სამწუხაროდ, სწრაფი გოლი გავუშვით და ამის გამო პირველი მიზანი ანგარიშის გათანაბრება გახდა. მეორე ტაიმში აშკარა უპირატესობა გვქონდა და ბევრი კარგი მომენტიც შევქმენით. გავათანაბრეთ და მოგებაც შეგვეძლო. მეორე ტაიმი ძალიან პოზიტიური იყო. სათითაოდ არავის გამოვყოფ, ზოგადად, გუნდმა ითამაშა ძალიან კარგად. სხვა დროს, ასეთ თამაშს წავაგებდით, ახლა კი გუნდმა დიდი სულისკვეთება აჩვენა. ასეთი მომენტები გვზრდის და ვფიქრობ, შექმნილი სიტუაციის დაძლევა შეგვიძლია.

დარწმუნებული ვარ, „მესტალიას“ სწორედ ის სურს, რაც დღევანდელ მატჩში, კონკრეტულად კი მეორე ტაიმში ვაჩვენეთ. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. გუნდი ცოცხალი და ძლიერია. სირთულეებზე კარგად რეაგირებს და მტკიცე ხასიათს იჩენს. აქედან იმ განცდით მივდივარ, რომ გუნდს წინ სიარული, ბრძოლა და ამ სიტუაციის დაძლევა სურს.

შეგახსენებთ, რომ 27 ტურის შემდეგ, „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფება. ამდენივე ქულა აქვს გასავარდნ ზონაში, მე-18 და მე-19 ადგილებზე მყოფ „ესპანიოლსა“ და „ალმერიას“, თუმცა ბარახას გუნდი მათ ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 9 აპრილს, „ალმერიას“ წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუჩანო მოჯი: „ოსიმენის გარეშე ნაპოლი უბრალოდ კარგი გუნდია“
ლუჩანო მოჯი: „ოსიმენის გარეშე ნაპოლი უბრალოდ კარგი გუნდია“