ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ლუჩანო მოჯი
Aa
Aa

ლუჩანო მოჯი: „ოსიმენის გარეშე ნაპოლი უბრალოდ კარგი გუნდია“

„იუვენტუსის“ ყოფილი სპორტული დირექტორი, ლუჩანო მოჯი „მილანისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირებას გამოეხმაურა, რომელიც „როსონერიმ“ 4:0 მოიგო. მოჯიმ ვიქტორ ოსიმენი კიდევ ერთხელ შეაქო და გულშემატკივრებს „პარტენოპეის“ მოთამაშეების მიერ მისთვის ნათქვამი სიტყვები გაუზიარა.

„ნაპოლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, რომელიც განსხვავებას ქმნის, ხვიჩა კვარაცხელია კი არა, ვიქტორ ოსიმენია. როცა ნიგერიელი თავდამსხმელი არ თამაშობს, მთელი გუნდი იტანჯება. როცა ვიქტორი მოედანზეა და კარგ ფორმაში იმყოფება, ნაპოლი დაუმარცხებელი ხდება. მის გარეშე აძური უბრალოდ კარგი გუნდია.

ნაპოლის ფეხბურთელები გულახდილად მესაუბრნენ და მითხრეს, რომ ოსიმენთან ერთად, თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ, რადგან ვიქტორმა იცის, არაფრისგან შანსები როგორ შექმნას. ბურთი უბრალოდ წინ უნდა გადააგდო და ფიქრი ამის შემდეგ დაიწყო“.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება. თავდაპირველად, დაიწერა, რომ მას 10-12 დღე გაუცდებოდა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „მილანთან“ გასამართ პირველ შეხვედრას გამოტოვებდა, თუმცა თავად ოსიმენმა განაცხადა, რომ „როსონერისთან“ ორივე მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟოზეს სამაგალითო ჟესტი - ქომაგებს მოუწოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები შეეწყვიტათ
ჟოზეს სამაგალითო ჟესტი - ქომაგებს მოუწოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები შეეწყვიტათ