მამარდაშვილის წყალობით - ვალენსიამ რაიო ვალეკანოსთან 1 ქულა აიღო
ლა ლიგის მორიგ ტურში „ვალენსიამ“ „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლა და კოლოსალური უპირატესობის ფონზე ვერ დაამარცხა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
როგორც ყოველთვის, გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, თუმცა ბევრი საქმე არ ჰქონდა. მისი კარის მიმართულებით პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს და ისიც გოლი გავიდა. სტუმართა მხრიდან თავი მე-9 წუთზე კომესანამ გამოიჩინა. პირველი ნახევარი 1:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში, „ღამურები: კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ, მაგრამ რიგ ეპიზოდებში სიზუსტე დააკლდათ. აქტიურობამ შედეგი მატჩის 81-ე წუთზე გამოიღო. „რაიო ვალეკანოს“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად კლიუვერტმა შეასრულა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა კიდევ ერთი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს.
შეხვედრის 87-ე წუთზე „მამარდას“ „ვალენსიას“ გადარჩენა მოუწია. „ჯვაროსნების“ კარის დარაჯმა სანჩესს საკმაოდ რთული ბურთი აუღო და საკუთარი გუნდი წაგებისგან იხსნა.
ცნობისთვის, ამ შეხვედრის შემდეგ, „ვალენსიას“ სატურნირო ცხრილში 27 ქულა დაუგროვდა და გასავარდნ ზონას ერთი საფეხურით მოშორდა. „ღამურები“ მე-17 ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ ტურში, ქართველი მეკარის გუნდი უშუალო კონკურენტს „ალმერიას“ ესტუმრება. მატჩი 9 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.