ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკომ 71-ე წუთიდან ითამაშა - ბორდომ მინიმალური სხვაობით მოიგო

საფრანგეთის ლიგა 2-ის 29-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ სტუმრად „გენგამს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 0:1 გაიმარჯვა.

ქართველი ფეხბურთელი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, როდესაც ანგარიში 0:1 იყო და მოედანზე 20 წუთამდე გაატარა. აღნიშნულ დროში ქართველ ფეხბურთელს შანსი არ მისცემია.

ერთადერთი გოლი შეხვედრის 21-ე წუთზე ფრანსერიომ გაიტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

29 ტურის შემდეგ, „ბორდო“ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 53 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ლე ავრეს“ 7 ქულით ჩამორჩება. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 აპრილს, საკუთარ მოედანზე „ბასტიას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: „ულტრასების პროტესტი? ეს ჩვენც გვაზიანებს“
სპალეტი: „ულტრასების პროტესტი? ეს ჩვენც გვაზიანებს“