გიორგი ქვილითაია, აპოელი, აეკი
Aa
Aa

ქვილითაიას დუბლი - აპოელმა და აეკმა ქულები გაიყვეს

კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში „აპოელი“ „აეკს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და გუნდები ქულები გაიყვეს. აღნიშნული დაპირისპირება იმით იწვევდა ინტერესს, რომ „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში გიორგი ქვილითაია მოგვევლინა, რომელსაც ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა.

ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და რომ არა ის, სტუმართა გუნდი დამარცხდებოდა. მეტიც, „აპოელი“ დიდი ხნის განმავლობაში იგებდა, მაგრამ „აეკმა“ მატჩის მიწურულს გაათანაბრა.

ანგარიში მე-10 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. თავი გიურსკომ გამოიჩინა. ამის შემდეგ ქვილითაიას ჯერი დადგა. გიორგიმ მე-11 წუთზე წონასწორობა აღადგინა, ხოლო 37-ე წუთზე საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. პირველი ტაიმი „აპოელის“ სასარგებლოდ 2:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში უპირატესობა მასპინძლებმა მოიპოვეს და შეტევაში ძირითადად „აეკი“ იყო. ამ ყველაფერმა შედეგი 88-ე წუთზე გამოიღო. ტრიკოვსკის დარტყმა და საბოლოო ანგარიში - 2:2.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, გიორგი ქვილითაიამ ყველა ტურნირზე ერთად 9 გოლი გაიტანა.

პირველი გოლი

მეორე გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“გადადგეს ტებასი“ - ბარსელონას ოფიციალური განცხადება
“გადადგეს ტებასი“ - ბარსელონას ოფიციალური განცხადება