ბარსელონა, ლა ლიგა, ხავიერ ტებასი
Aa
Aa

“გადადგეს ტებასი“ - ბარსელონას ოფიციალური განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის პრეზიდენტს ხავიერ ტებასსა და „ბარსელონას“ შორის დაძაბულობაა. კატალონიურ გრანდში თვლიან, რომ ტებასი მათ ებრძვის. ამასთან დაკავშირებით, „ბლაუგრანას“ ოფიციალური ვებ-გვერდი განცხადებას ავრცელებს.

ოფიციალური განცხადება:

იმ ინფორმაციის სერიოზულობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ორშაბათს გავრცელდა გვინდა აღშფოთება გამოვხატოთ. ხავიერ ტებასმა პროკურატურას ყალბი საბუთები გაუგზავნა. ამ მიზეზით, ჩვენ სასწრაფოდ მოვითხოვთ ტებასის საჯაროდ წარდგენას და ახსნა განმარტების მოცემას.

ჩვენი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა თვლის, რომ „ბარსელონა“ არის მსხვერპლი. „ბარსელონას“ არასდროს მოუსყიდია მსაჯები. სამწუხაროდ, ამ სიცრუის გავრცელებას და გაღვივებას რამდენიმე მედია საშუალებაც უწყობდა ხელს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტებასი მთელ თავის მედია გავლენებს ჩვენს წინააღმდეგ იყენებს.

მიუხედავად ამისა, მისი ჩვეული სისულელეების გარდა ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ პროკურატურას ყალბ საბუთებს გაუგზავნიდა. La Vanguardia-ში გამოქვეყნებული სიახლე იმდენად სერიოზულია, რომ ამაზე ლა ლიგის სხვა კლუბებიც უნდა დაფიქრდნენ.

ხავიერ ტებასი არის შეპყრობილი „ბარსელონას“ ზიზღით და დევნით. ის მუდმივად ავლენს ზიზღს და ანტიპათიას ჩვენი კლუბის მიმართ. მოვითხოვთ, რომ ხავიერ ტებასი დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს! ჩვენ გვესმის, რომ ის დაჟინებით გააგრძელებს „ბარსელონასთვის“ ზიანის მიყენებას.“

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა უფრო გუნდური მოთამაშეა“ - ჩირო ფერარა ხვიჩაზე და ლეაუზე
„კვარა უფრო გუნდური მოთამაშეა“ - ჩირო ფერარა ხვიჩაზე და ლეაუზე