მილანი, ჯოვანი დი ლორენცო
Aa
Aa

„სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ“ - დი ლორენცო მილანთან მარცხზე

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში, „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „მილანს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 0:4 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნეაპოლური გუნდის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა დი ლორენცომ:

თითქმის, არაფერი წაგვივიდა კარგად. სახლში ძალიან ცუდი მატჩი ჩავატარეთ და ამის გამო ძალიან ვწუხვარ. მაგრამ დამოკიდებულების მხრივ არაფერი უნდა შეიცვალოს. თავები მაღლა უნდა ავწიოთ და მომავალ თამაშზე ვიფიქროთ, დანარჩენი სხვა უკვე წარსულია. შეცდომებს, რომელიც ამ თამაშში დავუშვით, აუცილებლად განვიხილავთ მწვრთნელთან ერთად და იმედი მაქვს, მომავალი შეხვედრისთვის ყველაფერი გაუმჯობესდება.

იმოქმედა თუ არა ოსიმენის არყოფნამ? ვიქტორი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ გუნდი მხოლოდ ერთ მოთამაშეზე არ არის დამოკიდებული. ეს იყო ძალიან ცუდი თამაში დიდი გუნდის წინააღმდეგ, იტალიის ჩემპიონთან!

ვართ თუ არა ჩემპიონები? ახლა მხოლოდ „ლეჩესთან“ თამაშზე და ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვიფიქროთ. ამ მატჩს, ისევე როგორც ყველა შეხვედრას უდიდესი პასუხისმგებლობით ვხვდებით, ისე, რომ სხვა გუნდებთან შექმნილ უპირატესობაზე არ ვფიქრობთ.

შეგახსენებთ, რომ 28 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 71 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ „ლაციოს“ 16 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს, სტუმრად „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლეაუსთან დუელიდან მოტეხილი ძვლებით გამოვიდა“ - იტალიური მედიის შეფასება
„ლეაუსთან დუელიდან მოტეხილი ძვლებით გამოვიდა“ - იტალიური მედიის შეფასება