იტალიური მედია: “მილანის დაცვამ ხვიჩა გააუქმა“
სერია ა-ს მორიგ ტურში „მილანმა“ „ნაპოლი“ სტუმრად 4:0 დაამარცხა. ამ მატჩს იტალიური მედიები საინტერესო გამოეხმაურნენ. მაგალითად, Corriere Dello Sport წერს:
„რაფაელ ლეაომ ნეაპოლიდან 3 ქულა მოიპარა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა, მაგრამ საერთო ჯამში მან დუბლის შესრულებაზე ბევრად მეტი გააკეთა. კვარაცხელია კი გალიაში იყო გამომწყვდეული.“
Gazzetta-მ და Tuttosport-მა რაფაელის თამაში 8 ქულით შეაფასა, ხოლო Corriere Dello Sport-მა 8.5-ით. რომში დაფუძნებული გამოცემა ხაზს უსვამს პორტუგალიელი გარემარბის როლს „ნაპოლისთან“ მატჩში.
„მან „მილანს“ მეორე გოლი შთააგონა. მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულა და დაცვასაც აქტიურად ეხმარებოდა. ჩემპიონთა ლიგაზე „მილანის“ ბედი სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული.“
- წერს გამოცემა
„ეს „ნაპოლისთვის“ დამღუპველი ღამე იყო.“
„ტრავმირებული ოსიმენის გარეშე ყველას თვალი კვარაცხელიასკენ იყო მიმართული, მაგრამ „მილანის“ დაცვამ ის გააუქმა.“
ქართველი ტალანტი Corriere Dello Sport-მა 5 ქულით შეაფასა, ხოლო Gazzetta-მ 6-ით.
მიუხედავად წაგებისა, „პარტენოპეი“ სერია ა-ს კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს. სპალეტის გუნდს 71 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ „ლაციოს“ 16 ქულით უსწრებს.
მატჩის ვიდეო მიმოხილვა