პირდაპირი მოთხოვნა ხელმძღვანელობას - ტუხელს ჰავერცი უნდა
თავის დროზე მიუნხენის „ბაიერნმა“ ლევერკუზენის „ბაიერიდან“ კაი ჰავერცი ვერ გადაიბირა. ახალგაზრდა გერმანელმა კარიერა „ჩელსიში“ გააგრძელა, სადაც ტომას ტუხელთან ერთად ბრწყინვალე პროგრესს მიაღწია.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ტუხელი „რეკორდმაისტერის“ ბოსებს სწორედ ჰავერცის შეძენას ავალებს, რაზეც წინააღმდეგი არავინ არის.
კაის ლონდონურ კლუბთან ხელშკერულება 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს. წყაროს ცნობით, „ბაიერნი“ ოფოციალურ შეთავაზებას ზაფხულში გააკეთებს.
ცნობისთვის, ჰავერცი ტუხელის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. მოთამაშესა და მწვრთნელს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გახდა უფრო ახლო, რაც ჰავერცმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტის“ გაუტანა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის შემტევი „ჩელსის“ 2020 წელს შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე, ჰავერცმა „არისტოკრატების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 129-ჯერ მოირგო, 32 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.