სპალეტი: „მილანმა გვაჯობა, არასდროს გვითქვამს, რომ ლიგის ფავორიტები ვართ“
Aa
Aa

სპალეტი: „მილანმა გვაჯობა, არასდროს გვითქვამს, რომ ლიგის ფავორიტები ვართ“

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი „პარტენოპეის“ ოფიციალურ რადიოს, Kiss Kiss Napoli-ს ესაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა „მილანთან“ გამართული მატჩი შეაფასა, განაცხადა, რომ „როსონერი“ ყველა კომპონენტში უკეთესი იყო და დასძინა, რომ მომდევნო შეხვედრებში მოედანზე სწორედ ასეთი „მილანი“ იქნება.

მილანთან მატჩზე

„თამაშის წარმართვის პროცესში ხარისხი გვაკლდა, მეტოქე კი ამ კომპონენტში კარგად გამოიყურებოდა. ბურთისთვის გამართული ბრძოლებისას მრისხანება არ გვეტყობოდა, ბურთის მოპოვების შემდეგ კი არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა და მილანმა თავისი დრიბლინგით ინიციატივა ხელთ იგდო. როსონერიმ ყველა კომპონენტში გვაჯობა და წარმატების სწრაფად მიღწევის სურვილის გამო, რამდენიმე შეცდომა დავუშვით. ამ შეხვედრაში მოედანზე იყო ის მილანი, რომელსაც მომდევნო მატჩებში ვიხილავთ“.

შეიძლება, ვთქვათ, რომ ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი აღარაა?

„კლუბში არასდროს გვითქვამს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები ვართ და არ გვაინტერესებს, თუ ეს თქვა ადამიანმა, რომელიც ნაპოლისთან ახლოს იმყოფება. ვიცით, რა რთულია ამ ტურნირზე თამაში და როგორი მეტოქეების წინააღმდეგ გვიწევს ასპარეზობა. მგონია, ეს სხვებმაც ძალიან კარგად იციან“.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ „ნაპოლი“ სტუმრად 4:0 დაამარცხა. ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, პირველ შეხვედრას 12 აპრილს გამართავენ, საპასუხო მატჩი კი 18-შია ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BILD: ნაგელსმანი კურორტზე ისვენებდა და ბაიერნის ზარებს არ პასუხობდა
BILD: ნაგელსმანი კურორტზე ისვენებდა და ბაიერნის ზარებს არ პასუხობდა