იუვენტუსი
Aa
Aa

“უარი თქვით სუპერ ლიგაზე“ - ჩეფერინი იუვენტუსს დახმარებას ჰპირდება

მიმდინარე სეზონში, ტურინის „იუვენტუსის“ პრობლემები ყველასთვის ნათელია. დარღვევების გამო „ბებერ ქალბატონს“ 15 ქულა დააკლეს და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

თუმცა შეიძლება ეს ყველაზე უარესი არ იყოს. უეფა „ბიანკონერის“ ფინანსების გამოძიებას გეგმავს და შესაძლოა ტურინული გრანდი ევრო ტურნირებიდან დიდი ხნით მოიკვეთოს.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერენი მზად არის „იუვენტუსს“ დაეხმაროს, თუ „ბებერი ქალბატონი“ სუპერ ლიგაზე უარს იტყვის.

შეგახსენებთ, რომ სუპერ ლიგის შექმნის იდეას ყველაზე დიდ მხარდაჭერას „იუვენტუსი“, „ბარსელონა“ და „რეალი“ უჭერდნენ. თუ იტალიური კლუბი უარს იტყვის, შესაძლოა ესპანურ გუნდებზე გავლენა იქონიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის ჰიპოთეზა ნაპოლის მარცხზე - „ბილიარდშიც ამას აკეთებენ“
Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის ჰიპოთეზა ნაპოლის მარცხზე - „ბილიარდშიც ამას აკეთებენ“