არიგო საკი
Aa
Aa

რატომ დამარცხდა ნაპოლი | არიგო საკის ვერდიქტი

ლეგენდარულმა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელიც „როსონერიმ“ 4:0 მოიგო. საკიმ დაასახელა მიზეზები, რომლებმაც „როსონერის“ წარმატება განაპირობა და განაცხადა, რომ „პარტენოპეი“ ძალიან ნელი და პროგნოზირებადი იყო.

„ნაპოლიმ წააგო, რადგან დაკარგა პრინციპები და ღირებულებები, რომლებიც აქამდე თითოეულ ჩვენგანს აოცებდა. პარალელურად, მილანმა გამოიყვანა გუნდი, რომელიც თუ მუშაობს, ყოველთვის წარმატებულია. შეგვიძლია, ერთი მაგალითი მოვიყვანოთ, რომელიც მთლიან თამაშს იდეალურად აღწერს. რაფაელ ლეაუმ გააკეთა ის, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან იშვიათად აკეთებს და დაცვით ფაზაში მონაწილეობა მიიღო. ეს ნიშნავს, რომ მილანი უაღრესად მოტივირებული იყო. ფეხბურთელები ერთმანეთს მთელი მატჩის განმავლობაში ეხმარებოდნენ. ისინი პოზიციებსა და როლებს ხშირად ცვლიდნენ და მათ შორის არსებული უხილავი კავშირი არც ერთხელ დარღვეულა.

ამბობენ, რომ ნაპოლი ოსიმენის გარეშე იყო, მაგრამ მოდით, ყველაფერს ნათელი მოვფინოთ და ვთქვათ, რომ პარტენოპეის მებრძოლი სული აკლდა და ძალიან ნელი და პროგნოზირებადი იყო. ამ მატჩში ოსიმენსაც ბევრი პრობლემა შეექმნებოდა და ერთი ფეხბურთელი ვითარებას ვერ გამოასწორებდა. სპალეტის გუნდს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობასა და იტალიური პუბლიკის გაოცებაში სამი კომპონენტი დაეხმარა: ძლიერი მოტივაცია, გუნდური სული და თამაშის ორგანიზება. მილანთან შეხვედრაში, ნაპოლის სამივე აკლდა და სუსტი და მოწყვლადი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მომდევნო დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, 12 აპრილს გაიმართება. „როსონერი“ მასპინძლის რანგში იქნება და ამ გუნდების საპასუხო შეხვედრას 18 აპრილს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა უფრო გუნდური მოთამაშეა“ - ჩირო ფერარა ხვიჩაზე და ლეაუზე
„კვარა უფრო გუნდური მოთამაშეა“ - ჩირო ფერარა ხვიჩაზე და ლეაუზე