ხავიერ ტებასი
Aa
Aa

ტებასი ბარსელონას ებრძვის - პროკურატურას ყალბი სამხილი გაუგზავნა

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა „ბარსელონას“ გარშემო მიმდინარე „ნეგრეირას საქმეზე“ პროკურატურას ყალბი სამხილი გაუგზავნა. ამ ინფორმაციას კატალონიური გამოცემა, Diario Sport-ი ავრცელებს და მომხდარზე დეტალურად წერს.

როგორც ირკვევა, თებერვალში, ტებასმა პროკურორს წერილი გაუგზავნა, რომელშიც „ბლაუგრანას“ ყოფილი პრეზიდენტები, ხოსეპ მარია ბარტომეუ და სანდრო როსელი კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. ტებასი დაეყრდნო და გაგზავნა დოკუმენტი, რომელიც „ბარსელონას“ გარდაცვლილი ექს-დირექტორის, ხოსეპ კონტრერასის სახლში აღმოაჩინეს.

Diario Sport-ის ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი საერთოდ სხვა საქმეს ეხება და ტებასმა მასში ნახსენები ადამიანები ნეგრეირას საქმესა და კატალონიური კლუბის მიერ მისთვის გადახდილ თანხას დაუკავშირა. კონტრერასის ოჯახის მიხედვით, დოკუმენტი 20 წლის წინანდელია და მასში ნახსენებ პიროვნებებს „ბარსას“ მენეჯერებთან და სამსაჯო კომიტეტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან საერთო აბსოლუტურად არაფერი აქვთ. საინტერესოა, რომ თავად ტებასის თქმით, მის მიერ გაგზავნილ დოკუმენტსა და სამხილს სპეკულაციური შინაარსი არ ჰქონია, წერილში კი ბრალდებები არავისთვის წაუყენებია.

შეგახსენებთ, რომ 2016-დან 2018 წლამდე, „ბლაუგრანამ“ კომპანია DASNIL 95-ს 1.4 მილიონი ევრო გადაუხადა. აღნიშნული კომპანია ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას მფლობელობაშია, რომელიც იმ პერიოდში ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. AS-ის ინფორმაციით, DASNIL 95-სა და კატალონიელებს შორის თანამშრომლობა 2003 წელს დაიწყო და „ბარსამ“ საერთო ჯამში, 4.7 მილიონი ევრო გადაურიცხა. ესპანური გამოცემის მიხედვით, „ბლაუგრანას“ მიზანი მსაჯებისგან „რაიმე სახის სპორტული უპირატესობის“ მიღება იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა უფრო გუნდური მოთამაშეა“ - ჩირო ფერარა ხვიჩაზე და ლეაუზე
„კვარა უფრო გუნდური მოთამაშეა“ - ჩირო ფერარა ხვიჩაზე და ლეაუზე