ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, იკერ კასილასი
Aa
Aa

„ფინალში რეალს ნაპოლი შეხვდება“ - იკერ კასილასის პროგნოზი

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილასმა DAZN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი პროგნოზით ჩემპიონთა ლიგის ფინალში „სამეფო კლუბი“ „ნაპოლის“ შეხვდება. იკერის თქმით, სეზონის ამ ეტაპზე ნეაპოლური კლუბი ევროპაში საუკეთესოა.

„ვინ ითამაშებს ფინალში მადრიდის „რეალთან“ ერთად? თუ ანალიზი უნდა გავაკეთოთ სეზონის დაწყებიდან დღემდე, მე ვხედავ, რომ საუკეთესო გუნდი „ნაპოლია“. მე ვამბობ, რომ „ნაპოლი“ ფინალამდე გავა“.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „მილანს“ დაუპირისპირდება, „სამეფო კლუბის“ მეტოქე ლონდონის „ჩელსი“ იქნება, „ინტერი“ ლისაბონის „ბენფიკას“ დამარცხებას ეცდება, პეპ გუარდიოლას „მან. სიტი“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.

პირველი მატჩები 11-12 აპრილს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები - 18-19 აპრილს.  1/2-ფინალში „მილანი“ - „ნაპოლის“ წყვილს შორის გამარჯვებული „ბენფიკა“ - „ინტერის“ შორის მოგებულს შეხვდება. შესაბამისად, „რეალი“ - „ჩელსის“ გამარჯვებული „მან. სიტისა“ და „ბაიერნს“ შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები