ოთარ კიტეიშვილი, კრისტიან ილცერი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

„ვარჯიშებზე უდიდეს ხარისხს გვაძლევს“ - ილცერმა კიტეიშვილზე ისაუბრა

ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში გრაცის „შტურმმა“ შინ ვენის „რაპიდი“ 3:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა მხრიდან მესამე გოლი ოთარ კიტეიშვილის ანგარიშზეა, რომელმაც ტრავმის შემდეგ მეორე მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი შეაგდო.

შეხვედრის შემდეგ გრაცული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა იმ მოთამაშეებზე ისაუბრა, რომლებსაც ბოლო პერიოდში ტრავმები აწუხებდათ:

„ოთარი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა. რა თქმა უნდა, ვნახე თუ როგორ გამოიყურებოდნენ ვარჯიშებზე ის, ალბიან აეტი და უილიამ ბევინგი. მათ კარგად იციან, რომ ვარჯიშებზე მათი შესაძლებლობების ლიმიტს უნდა მიაღწიონ იმისთვის, რომ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა. ამ ვითარებას ჩვენთვის ვიყენებთ, რადგან ვარჯიშებზე უდიდეს ხარისხს გვაძლევენ და ეს  ბაზისია, საფუძველია კარგი თამაშებისთვის“.

27 წლის ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა თებერვლის დასაწყისში მიღებული ტრავმის შემდეგ პირველად 19 მარტს „ტიროლთან“ ითამაშა (13 წუთი), სანაკრებო პაუზის შემდეგ კი „რაპიდთან“ თითქმის ნახევარი საათი გაატარა მინდორზე (28 წუთი). 70-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით ოთარ კიტეიშვილმა 18 მატჩში 5 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა.

ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ექვსეულში „შტურმი“ 27 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 3 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ლეაუ თუ კვარა? ხვიჩასთან თამაშს ავირჩევდი“ - პაცინიმ ქართველზე ისაუბრა
„ლეაუ თუ კვარა? ხვიჩასთან თამაშს ავირჩევდი“ - პაცინიმ ქართველზე ისაუბრა