ჟოზე მოურინიო, დეიან სტანკოვიჩი
Aa
Aa

ჟოზეს სამაგალითო ჟესტი - ქომაგებს მოუწოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები შეეწყვიტათ

სერია A-ს 28-ე ტურში, „რომა“ „სამპდორიას“ დაუპირისპირდა და 3:0 იმარჯვა. შეხვედრის მიმდინარეობისას, „ჯალოროსის“ გულშემატკივრები „სამპას“ მთავარი მწვრთნელის, დეიან სტანკოვიჩის მისამართით შეურაცხმყოფელ შეძახილებს იყენებდნენ და პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ მათ გაჩერებისკენ მოუწოდა.

„ეს შესანიშნავი ადამიანისა და ბრწყინვალე მეგობრის გამო გავაკეთე. მას შვილები და ოჯახი ჰყავს. საუცხოო ქომაგები გვყავს, მაგრამ ჩემი მეგობრები ხელშეუხებელი არიან“, - განაცხადა მოურინიომ მატჩის შემდეგ.

„ჟოზეს მადლობელი ვარ, რადგან მისი ქმედება ვერც კი შევამჩნიე. შეურაცხმყოფელ შეძახილებს რაც შეეხება, ვამაყობ იმით, ვინც ვარ და ვამაყობ, რომ ბოშა ვარ“, - აღნიშნა „სამპდორიას“ მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ 28 ტურის შემდეგ, „რომას“ 50 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. დედაქალაქელთა მომდევნო გაჩერება „ტორინოა“, რომელსაც სტუმრად დაუპირისპირდებიან. „სამპდორია“ ბოლოსწინა პოზიციაზეა და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაში სასწაული თუ დაეხმარება. „სამპა“ მე-17 ადგილზე მყოფ „სპეციას“ 10 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თქვენ მოიგეთ სერია ა, რა ჯანდაბა გინდა?“ - მალდინი-სპალეტის დაპირისპირება
„თქვენ მოიგეთ სერია ა, რა ჯანდაბა გინდა?“ - მალდინი-სპალეტის დაპირისპირება