გიორგი მამარდაშვილი, იან ობლაკი
Aa
Aa

ობლაკს ჩაანაცვლებს | ესპანურ პრესაში მამარდაშვილზე და ატლეტიკოზე ისევ წერენ

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი „ატლეტიკოს“ კიდევ ერთხელ დაუკავშირეს. ესპანური გამოცემის, TodoFichajes-ის მიხედვით, „როხიბლანკო“ „მამარდას“ კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს და იან ობლაკის წასვლის შემთხვევაში, მის გაფორმებას შეეცდება.

როგორც TodoFichajes-ი აცხადებს, „დინამო ზაგრების“ გოლკიპერი, დომინიკ ლივაკოვიჩი „ვილიარეალს“ მიუახლოვდა, რის შემდეგაც, „ატლეტიკომ“ ყურადღება სხვა მეკარეებზე გადაიტანა. მადრიდელები ობლაკთან გამოთხოვებაზე აქტიურად ფიქრობენ და სურთ, იპოვონ კიპერი, რომლის იმედიც მომდევნო სეზონების განმავლობაში ექნებათ, მათი რჩეული კი ქართველი ღამურაა.

„ვალენსიას“ ფინანსური პრობლემები აქვს და კლუბის მფლობელი, პიტერ ლიმი მამარდაშვილის გასხვისებაზე თანახმაა. TodoFichajes-ის ცნობით, „ჩეს“ მიზანია, მის სანაცვლოდ დიდი თანხა მიიღოს, ხოლო „ატლეტიკო“ მასზე სერიოზულ ფსონს ჩამოდის. „როხიბლანკოს“ სურს, იპოვოს მეკარე, რომლის იმედიც, მინიმუმ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ექნება.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 26-ვე შეხვედრა სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა. მის აქტივში 5 მშრალი მატჩია. გარდა ამისა, ესპანეთის თასზე 3-დან ორ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. ასე რომ, საერთო ჯამში ამ სეზონში 7 მშრალი შეხვედრა დააგროვა, რაც აუტსაიდერი გუნდის მეკარისთვის საკმაოდ კარგი შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი დიდი ფანი ვარ“ - ლეაუმ კვარაზე ისაუბრა
„მისი დიდი ფანი ვარ“ - ლეაუმ კვარაზე ისაუბრა