სანდრო მამუკელაშვილი, დაგ მაკდერმოტი, ტრე ჯონსი, დომანტას საბონისი, დიაარონ ფოქსი
Aa
Aa

მამუკელაშვილის სერია შეწყდა - სან ანტონიომ საკრამენტოს ოვერტაიმში მოუგო

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ სენსაცია შემოგვთავაზა და დასავლეთ კონფერენციის მესამეადგილოსანი „საკრამენგო კინგსი“ სტუმრად დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 123:123 დასრულდა, ოვერტაიმში კი „სან ანტონიო“ ბრწყინვალე იყო, 19 ქულა ჩააგდო და მიმდინარე რეგულარულში მე-20 გამარჯვება იზეიმა - 142:134.

ქართველმა კალათბურთელმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 16 წუთი და 43 წამი გაატარა. „მამუმ“ აქტივში 6 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. სანდრომ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი გააცუდა და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. მამუკელაშვილს მინიმუმ 10 ქულა ბოლო 6 შეხვედრაში ჰქონდა ჩაგდებული და „საკრამენტოსთან“ მატჩში, მისი წარმატებული სერია შეწყდა. სანდროს პასივში 2 დაკარგვა იყო.

გრეგ პოპოვიჩის გუნდში საუკეთესო დაგ მაკდერმოტი იყო, რომელმაც 30 ქულა დააგროვა, ჯულიან ჩემპენის 26 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა, ტრე ჯონსმა სამმაგი დუბლი გააკეთა - 17 ქულა, 10 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა, ზაკ კოლინსმა კი 16 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. „საკრამენტოს“ 26 ქულით დიაარონ ფოქსმა ულიდერა. დომანტას საბონისს 26 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა, კიგან მიურეიმ კი 18 ქულა დააგროვა.

„სან ანტონიოს“ 20 მოგება და 58 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-14 გახლავთ. გრეგ პოპოვიჩის ბიჭების მომდევნო გაჩერება „ფინიქს სანსია“, რომელსაც 5 აპრილს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემს ცოლს ვეხუმრე: ნახევარი საქართველო აქ არის“- ფაჩულია კვარას საგულშემატკივროდ ჩავიდა
„ჩემს ცოლს ვეხუმრე: ნახევარი საქართველო აქ არის“- ფაჩულია კვარას საგულშემატკივროდ ჩავიდა