იულიან ნაგელსმანი, გრემ პოტერი
Aa
Aa

ჩელსიმ პოტერი გაუშვა - სავარაუდოდ ნაგელსმანს დანიშნავენ

ლონდონის „ჩელსიმ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გრემ პოტერი გაათავისუფლა. „არისტოკრატების“ ქომაგები ინგლისელი სპეციალისტის გაშვებას დიდი ხნის განმავლობაში მოითხოვდნენ და კლუბის ხელმძღვანელობამ მათი პოზიცია ახლახან გაიზიარა.

„კლუბის თითოეული წარმომადგენლის სახელით, გვინდა, გრემს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადავუხადოთ. მას, როგორც მწვრთნელსა და ადამიანს, უდიდეს პატივს ვცემთ. ის ყოველთვის ნამდვილი პროფესიონალივით იქცეოდა და ამ ვითარებით ყველანი იმედგაცრუებული ვართ“, - აცხადებს „ჩელსის“ მფლობელი, ტოდ ბოელი.

პოტერის გაშვების შემდეგ, „ლურჯებს“ დროებით ბრუნო სალტორი ჩაიბარებს. ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „არისტოკრატების“ თავკაცის პოსტზე დანიშვნის მთავარი ფავორიტი იულიან ნაგელსმანია. გერმანელი სპეციალისტი ბოლოს „ბაიერნში“ მუშაობდა, ახლა თავისუფალია და „ჩელსის“ ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრაზე, მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.

შეგახსენებთ, რომ პოტერის „სტემფორდ ბრიჯზე“ ყოფნისას „ჩელსიმ“ ქომაგთა იმედები ვერ გაამართლა და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციას იკავებს. „არისტოკრატები“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ და „რეალთან“ დაპირისპირებას ახალი მწვრთნელით შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედი მაქვს, ეს იყო ხვრელი და არა უფსკრული“ - სპალეტი მატჩის შემდეგ
„იმედი მაქვს, ეს იყო ხვრელი და არა უფსკრული“ - სპალეტი მატჩის შემდეგ