სტეფანო პიოლი
Aa
Aa

„ჩემპიონთა ლიგაზე ორი განსხვავებული მატჩი იქნება“ - პიოლი მატჩის შემდეგ

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში, „მილანი“ სტუმრად „ნაპოლის“ დაუპირისპირდა და ბრწყინვალე პერფორმანსის შემდეგ, დიდი ანგარიშით, 4:0 გაიმარჯვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა პიოლიმ:

კარგი მატჩი ჩავატარეთ. შედეგით ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს თამაში უკვე უნდა დავივიწყოთ და მომავალზე ვიფიქროთ. დღეს ძალიან მომეწონა გუნდის ხასიათი და მენტალიტეტი... მომეწონა, როგორც გადავდიოდით შეტევაში და როგორც ვასრულებდით. როდესაც გუნდი ასე კარგად თამაშობს, მაშინ ინდივიდუალისტების ხარისხიც უფრო იზრდება.

ეს შედეგი ჩემპიონთა ლიგის თამაშებისთვის არაფერს ცვლის. იქ ორი განსხვავებული მატჩი იქნება, საერთოდ სხვა გარემოთი. იქნება დიდი გამოწვევა როგორც საკუთარ მოედანზე, ისე გასვლით თამაშში. ორივე გუნდი ყურადღებით დავაკვირდებით ამ თამაშს, მაგრამ როგორც გითხარით, ის შეხვედრები განსხვავებული იქნება.

ნამდვილად გამორჩეული გულშემატკივრები გვყავს. ისინი ყველგან დაგვყვებიან და ყოველთვის მხარს გვიჭერენ, მით უმეტეს წელს, როდესაც ამდენი თამაში ვერ მოვიგეთ. ნაპოლის გულშემატკივრებზე კი ვიტყოდი, რომ წელს სკუდეტოს დამსახურებულად მოიგებენ და ეს მრავალი დღით ადრე მოხდება. ვულოცავ მათ, ისევე როგორც ფეხბურთელებს და სპალეტის.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ნაპოლიმ“ ოსიმენის გარეშე ვერ მოიგო. ის არაჩვეულებრივი მოთამაშეა, რომელსაც უნიკალური მახასიათებლები აქვს. ვნახოთ, რა იქნება 10 დღეში.

28 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ში კვლავ პირველ ადგილზეა და 71 ქულა აქვს, „მილანმა“ კი ამ გამარჯვებით 51 ქულა დააგროვა და მე-3 პოზიციაზე აღზევდა.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ და „ნაპოლი“ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი სან სიროზე 12 აპრილს შედგება, საპასუხო მატჩი კი დიეგო მარადონას სტადიონზე 18 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედი მაქვს, ეს იყო ხვრელი და არა უფსკრული“ - სპალეტი მატჩის შემდეგ
„იმედი მაქვს, ეს იყო ხვრელი და არა უფსკრული“ - სპალეტი მატჩის შემდეგ