ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ზაზა ფაჩულია
Aa
Aa

„ჩემს ცოლს ვეხუმრე: ნახევარი საქართველო აქ არის“- ფაჩულია კვარას საგულშემატკივროდ ჩავიდა

იტალიის სერია ა-ს 28-ე ტურში ფეხბურთის გულშემატკივრის ყურადღება ნაპოლი - მილანის მატჩისკენ მიიმართა, რომელსაც ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი, ზაზა ფაჩულიაც დაესწრო.

მატჩამდე, ადგილობრივი CBS Sports Golazo საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს ნაპოლის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გაესაუბრა:

ხვიჩა კვარაცხელია მთელ საქართველოსა და ქართველ ერს წარმოადგენს. ჩვენნაირი პატარა ერისთვის, ეს მართლაც ბევრს ნიშნავს. ჩემს ცოლს ვეხუმრე კიდეც: მგონი, ნახევარი საქართველო მართლაც აქ არის, რადგან ,,მარადონაზე" ძალიან ბევრ ქართულ დროშას ვხედავ. ძალიან ვამაყობ.

ჩვენს ქვეყანას, კვარას სახით, შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს , ის ბავშვებისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა.

პირადად მე, ნეაპოლში სან-ფრანცისკოდან ჩამოვედი, რადგან მსურს ჩემს ქართველ სუპერვარსკვლავს თანადგომა გამოვუცხადო".

თავად ხვიჩამ, მილანთან მატჩის წინ, სერია ა-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო ზედიზედ მეორედ, საბოლოო ჯამში კი, მესამედ მიიღო, რაც ერთ სეზონში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, ისტორიაში ყველაზე მეტია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“მამა მომიკლეს და ავღანეთიდან გამოვიქეცი“ - მე ნადია ნადიმი ვარ
“მამა მომიკლეს და ავღანეთიდან გამოვიქეცი“ - მე ნადია ნადიმი ვარ