როდის ვიბრძოლებ ქამარზე? - რას პასუხობს დვალიშვილი
UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან გამარჯვების შემდეგ ახალი მეტოქის ძიებაშია.
როგორც ამერიკულ მედიაში იწერება, „მანქანასთან“ ბრძოლის სურვილი კორი სენდჰეგენმა გამოთქვა, რომელიც თავად მებრძოლმაც დაადასტურა.
სენდჰეგენთან შეხვედრის წინააღმდეგი არც თავად მერაბ დვალიშვილია, რომელმაც მცირე კომენტარი ამერიკელ ბლოგერ Carnelo promotions-თან გააკეთა. თავდაპირველად, ვიდეოს ავტორმა მერაბს ჰკითხა, თუ როდის იბრძოლებდა ქამარზე, რაზეც ქართველმა მებრძოლმა უპასუხა, რომ დიდი ალბათობით, ჯერ სენდჰეგენის წინააღმდეგ იბრძოლებს.
რას ამბობს მერაბი:
„როდის ვიბრძოლებ ქამარზე? ალბათ ჯერ სენდჰეგენთან ვიჩხუბებ, ახლა ტრავმირებულია და როცა დაბრუნდება, ვიბრძოლებ. მან გამომიწვია და მეც დავთანხმდი. ჯერ ის და შემდეგ ვნახოთ...“
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლოს პიოტრ იანთან იბრძოლა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, კორი სენდჰეგენმა კი მარლონ ვერა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.