მერაბ დვალიშვილი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„დვალიშვილი ყველაზე რეალური და რთული გამოწვევაა“ - კორი სენდჰეგენი

UFC-ის ამერიკელი მებრძოლი, კორი სენდჰეგენმა უპასუხა კითხვას, რატომ გამოიწვია მარლონ ვერასთან გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილი და არა შონ ო’მალი.

რას პასუხობს სენდჰეგენი:

ეს ყველაფერი დამოკიდებულია ღირებულებებზე. ო’მალი შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ არა ისეთი მკაცრი, როგორც დვალიშვილი. მეუბნებით, რომ უნდა გამომეწვია მებრძოლი, რომელიც არც თუ ისე კარგია და თან, ამის შესახებაც ვიცი? ის ახლახან დაწინაურდა და პოპულარულია, მე კი დიდება და პოპულარობა არ მაინტერესებს. მხოლოდ საკუთარი ღირებულებებიდან გამომდინარე ვმოქმედებ. ეს კი ყველაზე რთულ გამოწვევას გულისხმობს, ეს კი მერაბია და არა ო’მალი. ეს ბრძოლა მჭირდება და იმედია მოვიგებ კიდეც.

შეგახსენებთ, რომ კორი სენდჰეგენი ბოლოს ეკვადორელ მარლონ ვერას შეხვდა და მეტოქე მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. საგულისხმოა, რომ მერაბ დვალიშვილი ამერიკელი მებრძოლის გამოწვევას დათანხმდა, ახლა კი ყველაფერი UFC-ის პრომოუტერებზეა დამოკიდებული.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი „მანქანა“ ბოლოს რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა და მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსი მებრძოლი: „დვალიშვილი ნურმაგომედოვთან ახლოსაც ვერ მივა“
რუსი მებრძოლი: „დვალიშვილი ნურმაგომედოვთან ახლოსაც ვერ მივა“