დავით კობოური, ზორან მარუშიჩი, გია აფხაზავა
Aa
Aa

მარუშიჩის გამარჯვების გოლი - დინამომ ბოლო წუთზე მოიგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ქობულეთის „შუქურა“ ბათუმში, ანგისას ბაზაზე თბილისის „დინამოსთან“ 1:2 დამარცხდა.

ანგარიში მეორე წუთზე გია აფხაზავამ გახსნა, „შუქურას“ მაღალ პრესინგს დავით კერესელიძის შეცდომა მოჰყვა, მეკარემ ბურთი საკუთარ საჯარიმოში დაკარგა და ნომინალური მასპინძლები დაწინაურდნენ.

33-ე წუთზე დავით კობოურმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის მე-5 დამატებულ წუთზე გაიტანა, გაბრიელ სიგუას პასით ზორან მარუშიჩმა ახლო მანძილიდან შეაგდო. 29 წლის სერბმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ექვს მატჩში 3 გოლი ჩაწიერა აქტივში.

ამ გამარჯვებით თბილისის „დინამო“ სატურნირო ცხრილს 16 ქულით ლიდერობს და სამი ქულით უსწრებს ბათუმის „დინამოს“, რომელიც მე-6 ტურის შეხვედრას დღეს, საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახალგაზრდა წახვედი და კაცი დაბრუნდი“ - მიქაუტაძემ საინტერესო თემებზე ისაუბრა
„ახალგაზრდა წახვედი და კაცი დაბრუნდი“ - მიქაუტაძემ საინტერესო თემებზე ისაუბრა