ოლივერ კანი, ჰასან სალიჰამიჯიჩი, იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

ნაგელსმანი ბაიერნს პრესასთან ინფორმაციის გაჟონვაში ადანაშაულებს

იულიან ნაგელსმანის წარმომადგენლებმა „ბაიერნი“ მედიაში გაჟონილი ინფორმაციის გამო გააკრიტიკეს.

„ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ კანმა Sky Germany-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მწვრთნელის წასვლის გარემოებები იყო „კატასტროფული" და კლუბისთვის ძალიან რთული.

თუმცა, ის დაჟინებით ამტკიცებდა, რომ „ბაიერნიდან“ ინფორმაციას არ გაუჟონია:

„თავიდანვე აშკარა იყო, რომ იულიანმა პირველმა იცოდა ამის შესახებ. მედიასთან არანაირი შეხება არ ყოფილა“.

- ამბობს კანი.

ნაგელსმანის სააგენტო Sport 360-მა განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მათ მოუწიათ დაკავშირებოდნენ ბაიერნის სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩს, პრესაში გავრცელებული ინფორმაციის გამო.

„ბაიერნიდან ჩვენთან დაკავშირების არანაირი კონტაქტები და მცდელობები არ ყოფილა. მედიაში გავრცელებულ ყველა ჭორების შემდეგ, იულიან ნაგელსმანის წარმომადგენლები სალიჰამიჯიჩს თავად დაუკავშირდნენ“,

- განაცხადა Sport 360-ის წარმომადგენელმა.

„ბაიერნმა“ ნაგელსმანის წასვლა და თომას ტუხელის დანიშვნა 24 მარტს გამოაცხადა. წინა დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბი მწვრთნელს იცვლიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აშკარა შეცდომები! რამდენად სწორ გზაზე ვართ? ნაკრების ანალიზი
აშკარა შეცდომები! რამდენად სწორ გზაზე ვართ? ნაკრების ანალიზი