მიქელთაძემ მელბურნს გაუტანა - მე-6 გოლი მიმდინარე სეზონში
ავსტრალიის საფეხბურთო ჩემპიონატში, A ლიგის 22-ე ტურში ჩემპიონატის ლიდერის, „მელბურნ სიტისა“ და „ნიუკასლ ჯეტსის“ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში 31-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან ბექა მიქელთაძემ გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს „მელბურნი“ რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა, თუმცა მეორე ტაიმის დამატებულ წუთზე 17 წლის მაქს კაპუტომ ანგარიში გაათანაბრა და მიქელთაძის გუნდი მხოლოდ 1 ქულას დასჯერდა.
„ნიუკასლ ჯეტსის“ სამატჩო განაცხადში ბექა დარცმელია არ იმყოფებოდა.
25 წლის მიქელთაძემ მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 6 გოლი შეაგდო (3 პენალტით) და 2 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 8 ჩატარებულ მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
ბექა ავსტრალიაში მეორე სეზონს ატარებს, პირველ სეზონში 24 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა (5 პენალტით) და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა, ლიდერს მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩა. გარდა ამისა, პირველ სეზონში 3 საგოლე პასი შეასრულა.
12-გუნდიან ჩემპიონატში „ნიუკასლ ჯეტსი“ 26 ქულით მე-8 ადგილზეა.