ენტონი ჯოშუა
Aa
Aa

12-რაუნდიანი ბრძოლა - ჯოშუამ ფრანკლინი დაამარცხა

ლონდონში კრივის საღამო შედგა. მთავარი მოვლენა მძიმე წონაში ენტონი ჯოშუასა და ჯერმეინ ფრანკლინის დაპირისპირება იყო.

ბრძოლა 12 რაუნდს გაგრძელდა და ჯოშუას გამარჯვებით დასრულდა. არბიტრები გადაწყვეტილების მიღებისას ერთსულოვნები იყვნენ - 118-111, 117-111, 117-111.

როგორც მოგეხსენებათ, ენტონი ჯოსუას 2022 წლის შემდეგ ბრძოლა არ ჰქონდა გამართული. ბოლოს მან უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკთან მატჩრევანშიც წააგო.

ჯოშუამ თავისი ბოლო ბრძოლა 2020 წელს მოიგო, როცა ბულგარელი კუბრატ პელევი ნოკაუტით დაამარცხა.

ჯამში ბრიტანელ მებრძოლს 33 წლის ასაკში უკვე 27 ბრძოლა აქვს გამართული. მის ანგარიშზე 25 მოგება (22 ნოკაუტით) და 3 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსი მებრძოლი: „დვალიშვილი ნურმაგომედოვთან ახლოსაც ვერ მივა“
რუსი მებრძოლი: „დვალიშვილი ნურმაგომედოვთან ახლოსაც ვერ მივა“