დავით ნინიაშვილი, ბექა საღინაძე, ბექა გიგაშვილი, გიორგი მელიქიძე, ვასილ კაკოვინი, სერგო აბრამიშვილი
Aa
Aa

ნინიაშვილი ტრავმის გამო შეცვალეს - ლიონისა და ტულონის გამარჯვებები

რაგბიში, ჩელენჯ თასის მერვედფინალში „სტად ფრანსე“ შინ ტურნირის მოქმედ გამარჯვებულთან, „ლიონთან“ 24:41 დამარცხდა. ამ გამარჯვებით „ლიონი“ მეოთხედფინალში გავიდა, „სტად ფრანსე“ კი ტურნირს გამოეთიშა.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში დავით ნინიაშვილმა ითამაშა, თუმცა 50-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ფრანგული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ქართველ მორაგბეს მარცხენა ფეხის კოჭი დაუზიანდა. ამ ეტაპზე მისი უთამაშებლობის ხანგრძლივობა უცნობია.

„ლიონის“ სათადარიგოთა სკამზე ბექა საღინაძე იჯდა, მატჩის მიმდინარეობისას ჩაერთო თამაშში.

„სტად ფრანსეს“ სასტარტო შემადგენლობაში ვასილ კაკოვინმა ითამაშა, გიორგი მელიქიძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ცვლილებაზე გამოვიდა. „სტად ფრანსეს“ კიდევ ერთი ქართველი მორაგბე, 19 წლის სერგო აბრამიშვილი სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა.

ჩელენჯ თასზე კიდევ ერთი ქართველი მორაგბის, ბექა გიგაშვილის გუნდმა „ტულონმა“ „ჩიტასი“ 36:21 დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა. გიგაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაერთო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენთვის ბრწყინვალე გამოცდა იქნება“ - შავი ლომი სამხ. ამერიკულ ტურნეში მიემგზავრება
„ჩვენთვის ბრწყინვალე გამოცდა იქნება“ - შავი ლომი სამხ. ამერიკულ ტურნეში მიემგზავრება