ჩელსი, კეპა არისაბალაგა, მატეო კოვაჩიჩი
Aa
Aa

კოვაჩიჩი, კეპა, მაუნთი - ჩელსიდან გადინება იწყება

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლონდონის „ჩელსიმ“ უამრავი ფეხბურთელი დაიმატა და რეალურად გუნდი გადაიტვირთა.

გამოცემა Football Insider იუწყება, რომ ნელ-ნელა „არისტოკრატებში“ გადინება დაიწყება და ამის პირველ სამ კანდიდატს ასახელებს.

„ჩელსიდან“ წასვლის კანდიდატები კეპა არისაბალაგა, მატეო კოვაჩიჩი და მეისონ მაუნთი არიან. წყაროს ცნობით, მაუნთის გადაბირება „ლივერპულს“ სურს, ხოლო კოვაჩიჩის „მანჩესტერ სიტის“.

საინტერესოა, რომ მიუნხენის „ბაიერნს“ ორივე ფეხბურთელის ტრანსფერი სურს, მაგრამ კეპას გადაყვანა ჯერჯერობით არავის უნდა.

შეგახსენებთ, რომ ტრანსფერების მიუხედავად „ჩელსიმ“ პრემიერ ლიგაში შედეგები ვერ გამოასწორა. ამ მომენტისთვის, პოტერის გუნდი 38 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კი „რეალს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პეპი: “ბოლო 7 წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო“
პეპი: “ბოლო 7 წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო“