ილია ვეკუა მსოფლიოს 17-წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებულია
ძალოსნობაში, მსოფლიოს 17-წლამდე ჩემპიონატზე ქართველმა ირაკლი ვეკუამ პირველი ადგილი დაიკავა.
როგორც საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური წერს, ირაკლი ვეკუამ (+102 კგ.) მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ყველა მითითება შეასრულა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 135/139/.141 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ვეკუამ აკვრაში 171/175/179/ კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ასევე კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 320 კილოგრამით.
შეგახსენებთ, ვეკუას მსგავსად მსოფლიოს ჩემპიონობა ლევან ოჩიგავამ იზეიმა, მარიამ მურღვლიანი და საბა ადამია მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.
ლევან ოჩიგავამ (81 კგ.) ატაცში 137/143 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 172/176/179 კილოგრამის ძლევით ოქროს მედალი დაისაკუთრა. ორჭიდში დაგროვილი 322 კილოგრამით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
მურღვლიანმა ატაცში 95/99/102 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. იგივე სინჯის მედალი მოიპოვა აკვრაში დაძლეული 116/121/127 კილოგრამით, ორჭიდში 229 კილოგრამი დააფიქსირა, ვერცხლის მედალი ერგო, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ადამიამ ატაცში 128/132/137 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. იგივე სინჯის მედლის მფლობელი გახდა აკვრაში დაძლეული 165/168/ კილოგრამით. ორჭიდში მოგროვილი 305 კილოგრამით მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.