ლივერპული, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

პეპი: “ბოლო 7 წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო“

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ „ქალაქელებს“ ერლინგ ჰოლანდი არ ჰყავდათ. მატჩის დასრულების შემდეგ, პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

გუარდიოლა:

„პირველიდან ბოლო წუთამდე თითქმის სრულყოფილი მატჩი ჩავატარეთ. 0:1-ზეც კი ჩვენ კარგად ვთამაშობდით და ჯეკ გრილშმა ბრწყინვალე „სეივი“ შეასრულა. რომ არა ის 0:2 გახდებოდა. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ბოლო 7 წლის განმავლობაში.

ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ ცუდად არ ვთამაშობდით და მათთვის პირველი გოლის გაშვება პრობლემას არ წარმოადგენდა. შესვენებაზე ბევრი რამ განვიხილეთ და ამან შედეგი გამოიღო. სამი უპასუხო ბურთი გავიტანეთ.

„არსენალთან“ საინტერესო ბრძოლა გვაქვს. ახლა ჩვენ ვცდილობთ, რომ მათ გადავასწროთ. არტეტას გუნდი მისთვის უჩვეულო პოზიციაზეა, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ლონდონელები ძირითადად ოთხეულისთვის იბრძოდნენ. ახლა კი ჩემპიონობის კარგი შანსი აქვთ.“

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაპორტა ნეგრეირას საქმეზე: მათ ჩვენს წინააღმდეგ არაფერი აქვთ
ლაპორტა ნეგრეირას საქმეზე: მათ ჩვენს წინააღმდეგ არაფერი აქვთ