იულიან ნაგელსმანი, ფილიპ ლამი
Aa
Aa

ლამი: ჩემთვის მოულოდნელი იყო, ბაიერნმა ნაგელსმანს დრო არ მისცა

ფილიპ ლამმა აღიარა, რომ იულიან ნაგელსმანის „ბაიერნიდან“ დათხოვნის გამო გაკვირვებული დარჩა.

„ჩემთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან სულ რაღაც 18-20 თვის წინ ბაიერნმა მასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მათ სჯეროდათ მისი. ეს ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა მწვრთნელია.

მაგრამ ბაიერნმა იცის, როგორ მიიღოს მტკიცე გადაწყვეტილებები. კლუბს გამარჯვება სურს. თუ ხელმძღვანელობა ხედავს, რომ რაღაც არასწორია, ისინი იმოქმედებენ.

ნაგელსმანის შემოქმედების გარედან შეფასება ჩემთვის ადვილი არ არის. მაგრამ ვფიქრობ, რომ მას ცოტა დრო მისცეს. ძალიან ცოტა დრო იყო მწვრთნელისთვის, რომ რაღაც აეშენებინა.

საუკეთესო მწვრთნელებს დრო სჭირდებათ. თუ პეპ გუარდიოლას ან იურგენ კლოპს ლივერპულში უყურებთ, მათ 10, 12, 15 თვეზე მეტი დასჭირდათ“,

- განაცხადა „ბაიერნის“ ყოფილმა კაპიტანმა.

შეგახსენებთ, რომ ნაგელსმანის დათხოვნის შემდეგ, „რეკორდმაისტერი“ ტომას ტუხელმა ჩაიბარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პერესს ანჩელოტის შემცვლელად პოჩეტინო უნდა, კლუბს რაული
პერესს ანჩელოტის შემცვლელად პოჩეტინო უნდა, კლუბს რაული