„მერწმუნეთ, არცერთ გუნდს არ უნდა ამ მატჩის წაგება“ - დონადონი ნაპოლი-მილანზე
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი რობერტო დონადონი, რომელიც წარსულში „მილანის“ ღირსებას იცავდა და შემდეგ „ნაპოლის" მწვრთნელი იყო, ნეაპოლურ-მილანური დაპირისპირებების შესახებ საუბრობს.
როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლი“ და „მილანი“ აპრილში ერთმანეთს სამჯერ შეხვდებიან.
„ჩემპიონთა ლიგა საერთოდ სხვა ისტორიაა, მაგრამ გარკვეულ მომენტამდე. თუ, ნაპოლისა და მილანს შორის კვირას გასამართი მატჩიდან, რომელიმე გამარჯვებული გამოვა, ჩემპიონთა ლიგაზე ორმაგად დიდი გამოწვევის წინ, მათ შეეძლებათ მეტად თავდაჯერებულებმა ითამაშონ. ხვალინდელ მატჩს ლიგისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა ექნება. მერწმუნეთ, არცერთ გუნდს არ სურს ამ მატჩის (2 აპრილის) წაგება.
კვარაცხელია და ლეაო? ჩვენ ვსაუბრობთ ორ ფეხბურთელზე გიჟური სტატისტიკით. და ასევე ორ ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულ ფეხბურთელზე, განსაკუთრებით ფიზიკურად. ლეაო სპრინტერია, პირველ რამდენიმე მეტრში ასწრაფებისას მას შეუძლია ნებისმიერი მეტოქე დაწვას. როდესაც ის ანათებს, უპირატესობას ქმნის. ლეაო სრულყოფილი ფეხბურთელია“.
- ციტირებს დონადონის სიტყვებს Gazzetta dello Sport-ი.
შეგახსენებთ, რომ გუნდები ერთმანეთს 2 აპრილს სერია A-ში, 12 და 18 აპრილს კი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ სტადიაზე დაუპირისპირდება.