ხვიჩა კვარაცხელია, ტეო ერნანდესი, ფაბიო კაპელო, რაფაელ ლეაუ, დავიდე კალაბრია
Aa
Aa

„კალაბრიას ხვიჩას წინააღმდეგ დახმარება დასჭირდება“ - კაპელო ნაპოლი VS მილანზე

2 აპრილს, თბილისის დროით, 22:45-ზე, „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირება გაიმართება. ლეგენდარული იტალიელი მთავარი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო ამ მატჩზე Sky Sport Italia-ს ესაუბრა და ის ფაქტორები დაასახელა, რომლებიც „როსონერის“ წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

„მილანისთვის გადამწყვეტი მარცხენა ფლანგის გაკონტროლებაა, სადაც ტეო ერნანდესი და რაფაელ ლეაუ ასპარეზობენ. ვნახე, ტეომ საფრანგეთის ნაკრებში როგორ ითამაშა და ის განსხვავებას ქმნის, ლეაუს კი მეტოქეზე წასვლა შეუძლია. მილანმა ნაპოლის ნახევარდაცვის წინააღმდეგ ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და დავიდე კალაბრიას, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას პირისპირ იქნება, დახმარება დასჭირდება“.

იტალიური პრესის ინფორმაციით, „ნაპოლისთან“ მატჩში სტეფანო პიოლი სათამაშო სქემას შეცვლის და 3 ცენტრალური მცველისა და ვინგ-ბექების ნაცვლად, 4-მცველიან ტაქტიკაზე გადავა. „როსონერის“ თავკაცმა 3 ცენტრალური მცველით თამაში თებერვლის პირველ რიცხვებში დაიწყო, მაგრამ „პარტენოპეისთან" ცვლილებებს მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 28-ე ტურში, „ნაპოლი“ „მილანს“ უმასპინძლებს, შეხვედრა 2 აპრილს, 22:45 საათზე გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, 12 აპრილს, „მილანი“ „ნაპოლის“ საკუთარ კედლებში მიიღებს, საპასუხო შეხვედრა კი 18 აპრილს ნეაპოლში შედგება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სანამ რამეს არ შევცვლით, მონები ვიქნებით“ - დე ლაურენტისი უეფაზე და მილანზე
„სანამ რამეს არ შევცვლით, მონები ვიქნებით“ - დე ლაურენტისი უეფაზე და მილანზე